1. წევრების საბჭო განსაზღვრავს ანგარიშების რეგულირების წესს, რომელსაც ის მიიჩნევს სამართლიანად, ყველა იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთვის და იქონიებდა გავლენას იმ წევრის შენატანზე, რომელიც გავიდა წინამდებარე შეთანხმებიდან, ან გარიცხულ იქნა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოდან ან სხვაგვარად აღარ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე, ასევე დროს, რომელიც საჭიროა სათანადო გარდამავალი პერიოდის უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, ამგვარი ვალდებულებების შესრულებისთვის ზემოაღნიშნული ქვეპუნქტის დებულებათა მიუხედავად, ამგვარი წევრი ვალდებულია გადაიხადოს ნებისმიერი თანხა, რომელიც მას მართებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთვის იმ პერიოდთან დაკავშირებით, რომლის განმავლობაშიც ის იყო წევრი.
2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, ამ მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებულ არც ერთ წევრს არ ექნება უფლება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ლიკვიდაციის შედეგად მიღებულ რაიმე წილზე ან მის სხვა აქტივებზე; ამ წევრს ასევე არ ეკისრება ვალდებულება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს დეფიციტის, თუ ასეთი არსებობს, რაიმე ნაწილის გადახდაზ