1. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, რომელიც მოქმედებს წევრების საბჭოს მეშვეობით, შეუძლია, კონსენსუსის საფუძველზე, ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე შეთანხმებაში.
2. წევრების საბჭო განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც წევრები აცნობებენ დეპოზიტარს მათ მიერ შესაბამისი ცვლილების მიღების შესახებ.
3. ცვლილება ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ მისი მიღების შესახებ ყველა წევრისგან შეტყობინების მიღებიდან 90 დღის შემდეგ. თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წევრების საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში, ცვლილება ჩაითვლება უკან გატანილად.
4. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ცვლილებებად არ ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების A დანართის განახლება მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისა