1. წევრების საბჭოს რიგითი ან საგანგებო სხდომის ჩასატარებლად საჭირო კვორუმი მოწმდება ერთხელ, სხდომის გახსნის დღეს. კვორუმი შემდგარია, თუ, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სხდომას ესწრება ან სხდომაზე წარმოდგენილია ყველა წევრის არანაკლებ სამი მეოთხედი.
2. თუ წინა პუნქტში მითითებული კვორუმი ვერ შედგება პლენარული სხდომის გახსნის დღეს, თავმჯდომარე სხდომას გადაავადებს 24 საათით. თავმჯდომარის მიერ ხელახლა განსაზღვრულ დროს სხდომის გასახსნელად საჭირო კვორუმის უზრუნველსაყოფად, სხდომას უნდა ესწრებოდეს ან სხდომაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა წევრის არანაკლებ ორი მესამედი.
3. წევრების ფაქტობრივ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია კვორუმის უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს ზემოაღნიშნული ოდენობების წევრების საერთო ოდენობასთან შეფარდებით მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი, მეათედის გარეშ