1. მმართველობითი საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. მმართველობითი საბჭო ყოველი წლის ბოლოს ადგენს მომდევნო წლის განმავლობაში სხდომების კალენდარს.
2. საჭიროების შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად ან მმართველობითი საბჭოს არანაკლებ 2 წევრი უფლებამოსილია მოიწვიოს მმართველობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს მმართველობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისათვის შესაბამისი მოთხოვნისა და მის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგის წარდგენით.
3. მმართველობითი საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს უფლება აქვს მმართველობითი სხდომის ჩატარებამდე მმართველობითი საბჭოს წევრთაგან ერთჯერადად განსაზღვროს სხდომის თავმჯდომარე.
4. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოს თითოეული წევრისათვის სხდომის ჩატარების ადგილისა და სხდომის დღის წესრიგის შეტყობინებას და მიაწვდის მათ შესაბამის მასალებს სხდომის თარიღამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.
5. მმართველობითი საბჭოს თითოეული სხდომის დაწყებამდე აუცილებელია, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო კვორუმი. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარია, თუ მმართველობითი საბჭოს სხდომას ესწრება არანაკლებ მმართველობითი საბჭოს ხმის უფლების მქონე 6 (ექვსი) წევრი.
6. მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 (ერთი) ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელია საკითხის მხარდასაჭერად არანაკლებ მმართველობითი საბჭოს 6 (ექვსი) წევრის ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს/სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. მმართველობითი საბჭოს სხდომის სამუშაო პროცესი და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით სხდომის მდივნის მიერ. მას ხელს აწერენ მმართველობითი საბჭოს/სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
8. მმართველობითი საბჭოს მიერ სხდომის ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება, გარდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, რისკის მართვის ჩარჩოსა და ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ მისაღები გადაწყვეტილებებისა, შესაძლებელია:
ა) ტელეკონფერენციის საშუალებით, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით, ან
ბ) მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან გენერალური დირექტორის მიერ საკითხის მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრთან წერილობით გაგზავნით, რა შემთხვევაშიც მმართველობითი საბჭოს თითოეული წევრი მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს ან გენერალურ დირექტორს წერილობით შეატყობინებს საკითხზე პოზიციას (მისცემს ხმას) წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელიც მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცდება მომდევნო ფიზიკურ სხდომაზ