მმართველობითი საბჭოს ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) თითოეული კალენდარული წლის დასასრულს, მომდევნო კალენდარული წლის საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საპენსიო ფონდის საშტატო ნუსხის დამტკიცება;
ბ) საპენსიო ფონდის თითოეული დეპარტამენტის დებულების დამტკიცება;
გ) საპენსიო ფონდისა და მისი აღმასრულებელი დირექტორების საქმიანობის ზედამხედველობა და მათთვის შესაბამისი მითითებების მიცემა;
დ) გენერალური დირექტორის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსის კონკურსის წესით არჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) გენერალური დირექტორის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტების შეთანხმება;
ვ) საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა;
ზ) კანონის შესაბამისად საინვესტიციო პოლიტიკის, რისკის მართვის ჩარჩოს, ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოსა და ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა და დამტკიცება;
თ) საჭიროებისამებრ და კანონით განსაზღვრული პერიოდულობით საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიის გადასინჯვა და შესაბამისი განახლება;
ი) საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება არანაკლებ კვარტალში ერთხელ;
კ) სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევა;
ლ) საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციის განხორციელება საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის მეშვეობით;
მ) საპენსიო ფონდის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა სათანადო რეგულაციებსა და პოლიტიკის დოკუმენტებთან;
ნ) საპენსიო ფონდის საქმიანობის აუთსორსინგის პოლიტიკის შემუშავება;
ო) საპენსიო ფონდის საქმიანობის ანგარიშგება ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე;
პ) კომიტეტების, აღმასრულებელი დირექტორების ან/და საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომლისაგან ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრულ საკითხზე;
ჟ) აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების და საპენსიო ფონდის ყველა სხვა თანამშრომლის მიის გადახდის პაკეტის დამტკიცება;
რ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ