1. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს მმართველობითი საბჭო და მათ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს 5 (ხუთი) წლის ვადით. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მმართველობითი საბჭო.

2. საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული, სულ მცირე, 2 (ორი) ადგილობრივი საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში და არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის მმართველობით პოზიციაზე ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად და რომელიც აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

4. მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) გასაუბრება;

დ) შესაფერისობის შემოწმება.

5. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს მმართველობითი საბჭო. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი, ხოლო კონკურსის ჩატარების ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი.

6. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი შეიმუშავებს აღმასრულებელი დირექტორების შერჩევისა და შეფასების დეტალურ პროცესს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.

7. კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

8. მმართველობითი საბჭო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს საუკეთესო კანდიდატს ერვონული ბანკის თანხმობის შემთხვევაში ან უარს აცხადებს კანდიდატის დანიშვნაზე და კონკურსს აცხადებს განმეორები