საოპერაციო და პენსიების დანიშვნის/გაცემის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საპენსიო შენატანების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა;
ბ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების ადმინისტრირება და ერთეულების გაანგარიშება/გამოთვლა;
გ) მონაწილეების ინფორმირება საპენსიო აქტივებზე მათი უფლებების შესახებ (მათ შორის, პენსიის მიღების ფორმების შესახებ) და პენსიის გაცემა კანონით, შესაბამისი რეგულაციებითა და მმართველობითი საბჭოს ან/და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული სხვა წესების შესაბამისად;
დ) მონაწილისა და მემკვიდრის მიერ მისაღები საპენსიო აქტივის ღირებულების გამოთვლა და გადახდა;
ე) ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული საპენსიო შენატანების ანგარიშების განხილვა და დამუშავება;
ვ) საპენსიო ფონდის წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლა საპენსიო ფონდის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა ან/და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
ზ) სხვა ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების მომზადება;
თ) ჩანაწერების წარმოება;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ