1. ამ კონვენციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წარსულში დაქირავებით მუშაობასთან ან თვითგამომუშავებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება (ერთიანი გადახდების ჩათვლით) დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, პენსიები და სხვა გადახდები, რომელიც გაცემულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობის ფარგლებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში.

3. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება (ერთიანი გადახდების ჩათვლით) დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ პირობით, რომ ასეთი გადახდები მიღებულია საპენსიო სქემების  დებულებების ფარგლებში გადახდილ შენატანებზე, მიმღების მიერ ან მისი სახელით, ან დაქირავებული მუშაკის მიერ კომპანიის საპენსიო სქემაში გადახდილი თანხით და ეს შენატანები, დებულებები ან პენსიები ან სხვა მსგავსი ანაზღაურება ექვემდებარება დაბეგვრას ან გამოქვითვას ან სახელმწიფოს კანონმდებლობი