1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ლიხტენშტაინში, საქართველო დაუშვებს:

(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლიხტენშტაინში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლიხტენშტაინში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია

ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.

b) თუ ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.

2. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვასთან დაკავშირებული ლიხტენშტაინის კანონმდებლობის დებულებების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს აქ მოყვანილ ძირითად პრინციპებზე, ორმაგი დაბეგვრა აცილებული იქნება შემდეგნაირად:

a) როდესაც ლიხტენშტაინის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, მაშინ ლიხტენშტაინი b) ქვეპუნქტის თანახმად, ამგვარ შემოსავალს ან კაპიტალს გაათავისუფლებს გადასახადისაგან, ამის მიუხედავად, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი;

b) როდესაც ლიხტენშტაინის რეზიდენტი, იღებს შემოსავალს, რომელიც ამ კონვენციის მე-14, მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ლიხტენშტაინი ამ შემოსავალზე გადახდილ გადასახადზე, საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად დაუშვებს ჩათვლას. ამასთან, გადასახადის ჩასათვლელი ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მიღებულ შემოსავალ