1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ამ კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ კონვენციის დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები  ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ  ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების  მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.

5.  როდესაც,a) პირველი პუნქტის დებულებების გათვალისწინებით პირი საქმეს წარადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ უწყებაში, იმის საფუძველზე, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედებამ გამოიწვია მისი დაბეგვრა ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ; და

b) კომპეტენტური უწყებები, მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ვერ წყვეტენ საქმეს მისი წარდგენიდან 2 წლის განმავლობაში;

ასეთ შემთხვევაში, პირის მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერი გადაუჭრელი საქმე შეიძლება წარდგენილი იქნეს არბიტრაჟში. ამასთან, ეს გადაუწყვეტი საკითხები, ა უნდა წარედგინოს არბიტრაჟს, თუ გამოცემული არის სასამართლო ან ადმინისტრაციული ტრიბუნალის გადაწყვეტილება. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი, რომელსაც უშუალოდ ეხება საკითხი, არ ეთანხმება ურთიერთშეთანხმებას, რომელსაც ძალაში შეჰყავს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებებისათვის და ექვემდებარება შესრულებას მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი დროში შეზღუდვების მიუხედავად. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ პუნქტის გამოყენების საკითხ