ეს კონვენცია ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს კონვენციის მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის კონვენციის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
b) შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2011 წლის .................. ქ. ..................... ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ ამ კონვენციის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” კონვენციის ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ კონვენციის განუყოფელ ნაწილს:
ამ კონვენციასთან მიმართებაში:
1. საქართველოს შემთხვევაში: ტერმინი “პოლიტიკური ქვედანაყოფები” ან ,,ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ ნიშნავს ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს და ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”;
2. მე-3 მუხლის e) პუნქტთან მიმართებაში („პირი”): საინვესტიციო ფონდი, ფონდი („Stiftung”) ან დაწესებულება („Anstalt”) რომელიც დაბეგვრას ექვემდებარებიან ლიხტენშტაინში 2010 წლის ეროვნული და მუნიციპალური გადასახადების კანონმდებლობის 44-ე (1) მუხლის თანახმად განიხილება როგორც კომპანია.
3. 25-ე მუხლთან მიმართებაში გასაგებია, რომ:
a) ეს მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს ინფორმაციის გაცვლას მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე და მხოლოდ ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგი საგადასახადო პერიოდიდან.
b) პირველი პუნქტის მიხედვით, ინფორმაციის გაცვლა განსაზღვრავს ინფორმაციას, რომელიც არის სავარაუდოდ საჭირო ასეთი გადასახადების დადგენის, შეფასებისა და შეგროვებისათვის იმ პირთან მიმართებაში, რომელიც ამგვარი გადასახადებით დაბეგვრას ექვემდებარება, ან თუ ამ პირის მიმართ მიმდინარეობს კრიმინალური საგადასახადო საკითხების გამოძიება ან სასამართლო წარმოება.
c) გაცვლილი ინფორმაცია
aa) არანაირი მიზნებისთვის არ შეიძლება იქნეს გამოყენებული, გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წერილობითი ნებართვის გარეშე; და
bb) არ უნდა გაემჟღავნოს სხვა სახელმწიფოს ან სუვერენულ ტერიტორიას, რომელიც არ წარმოადგენს ამ კონვენციის მხარეს.
d) პერსონალური ინფორმაცია, საჭიროების ფარგლებში შეიძლება გადაეცეს ინფორმაციის გაცვლისას ამ მუხლის და წარმდგენი ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების გათვალისწინებით ;
e) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ინფორმაცია, ამ მუხლის მიზნებში დახმარებაზე მოთხოვნის ფარგლებში უნდა ჩაითვალოს კონფიდენციალურად თხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში;
f) მე-3 პუნქტში ასახულ გარემოებებზე დამატებით, მოთხოვნა ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეიძლება უარყოფილ იქნეს, თუ ინფორმაციის მოთხოვნა არ მოდის შესაბამისობაში ამ კონვენციასთან, არ აკმაყოფილებს g) ქვეპუნქტში ასახულ მოთხოვნებს, ან თუ:
aa) განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფო ინფორმაციას ითხოვს თავისი საგადასახადო კანონმდებლობის დებულებების განხორციელების ან შესრულებისათვის, ან ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც დისკრიმინაციული იქნება თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირის მიმართ, იგივე გარემოებებში, განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალურ პირთან შედარებით.
bb) თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ იყენებს ინფორმაციის მოპოვების ყველა საშუალებას თავის ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი საშუალებები არაპროპორციული სირთულეების წარმოქმნის საშიშროებას ქმნის.
g) ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოთხოვნა უნდა განისაზღვროს წერილობით:
aa) განსახილველი ან გამოსაძიებელი პირის იდენტიფიცირება ;
bb) საძიებო ინფორმაციის საგადასახადო პერიოდი;
cc) საძიებო ინფორმაციის მტკიცებულება, მისი ბუნებისა და იმ ფორმის ჩათვლით, რომელშიც განმცხადებელ ხელშემკვრელ სახელმწიფოს სურს თხოვნის მიმღებისგან ინფორმაციის მიღება;
dd) განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის არსი, რომლის მიხედვითაც მოიძიება ინფორმაცია;
ee) რწმენის საფუძველი, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია სავარაუდოდ საჭიროა aa) ქვეპუნქტში ხსენებული პირის მიმართ, შიდასაგადასახადო კანონმდებლობის ადმინისტრირების და გატარების მიზნით;
ff) რწმენის საფუძველი, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია გააჩნია თხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ან მას ფლობს ან აკონტროლებს პირის თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი პირი;
gg) მოთხოვნილი ინფორმაციის სავარაუდოდ მფლობელის სახელი და მისამართი;
hh) მტკიცებულება, რომ მოთხოვნა შესაბამისობაში მოდის განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო პრაქტიკასთან, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იქნება, ამ შემთხვევაში, განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდაკანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით და ეს შესაბამისობაში მოვა ამ კონვენციასთან; და
ii) მტკიცებულება იმის შესახებ, რომ განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფო გამოიყენებს მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საშუალებას ინფორმაციის მოპოვებისათვის, გარდა არაპროპორციული სირთულეების წარმომშობი შემთხვევებისა.
რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2015 წლის 13 მაისს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ ამ კონვენციის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილი