1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ამგვარი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით;

b) თუ ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

2. როდესაც მოლდოვას რესპუბლიკის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, მაშინ მოლდოვას რესპუბლიკა დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ამგვარი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ოდენობას, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოშ