1. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომლებიც თანახმად ამ კონვენციის დებულებებისა შეიძლება დაიბეგროს გადასახადით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაშინ პირველი ხსენებული სახელმწიფო:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან გამოქვითავს თანხას, რომელიც ტოლია ამ მეორე სახელმწიფოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადისა;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან გამოქვითავს თანხას, რომელიც ტოლია ამ მეორე სახელმწიფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადისა.
ეს გამოქვითვები ყველა შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის ნაწილს, რომელიც იმ შემოსავალსა ან კაპიტალზე მიკუთვნებულ გამოქვითვის წარდგენამდე იყო გაანგარიშებული, რომელიც გარემოებისდა მიხედვით შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოშ