1. თუ ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს მეორე მხარის სახელმწიფოში, რომელიც შეთანხმების დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს მეორე მხარის სახელმწიფოში, მაშინ პირველად მითითებული მხარის სახელმწიფო დართავს ნებას:

a) გამოქვითოს იმ შემოსავალზე დაბეგვრის თანხა, თანაბრად იმ გადასახადისა შემოსავალზე, რომელიც გადახდილ იქნა ამ რეზიდენტის მიერ მეორე მხარის სახელმწიფოში;

b) გამოქვითოს იმ კაპიტალზე დაბეგვრის თანხა, თანაბრად იმ გადასახადისა კაპიტალზე, რომელიც გადახდილ იქნა ამ რეზიდენტის მიერ მეორე მხარის სახელმწიფოში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი გამოქვითვები არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც წარდგენამდე გამოითვლება გამოსაქვითად, შესაბამისად, გარემოებებიდან გამომდინარე, იმ შემოსავლებზე ან კაპიტალზე, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.

2. თუ შეთანხმების ნებისმიერ დებულებათა შესაბამისად, ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი განთავისუფლებულია გადასახადისაგან ამ ერთი მხარის სახელმწიფოში, ამ რეზიდენტის შემოსავლის დარჩენილ ნაწილზე გადასახადის თანხის განსაზღვრისას, ამ მხარის სახელმწიფოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალ