1. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის მითითებული შეთანხმების წინა მუხლებში ექვემდებარებიან დაბეგვრას ამ მხარის სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული უძრავი ქონების შემოსავლებისგან, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები არის ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი და ახორციელებს ეკონომიკურ (სამეწარმეო) საქმიანობას მეორე მხარის სახელმწიფოში არსებული მუდმივი წარმომადგენლობის (დაწესებულების) მეშვეობით, ან მეორე მხარის სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას აქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით, და უფლება და ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც მიიღება შემოსავალი, ნამდვილად დაკავშირებულია ასეთ მუდმივ წარმომადგენლობასთან (დაწესებულებასთან) ან მუდმივ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლებ