1. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია შეთანხმების დებულებათა ან მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ გადასახადების შესახებ, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება იმ მოცულობით, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ იზღუდება პირველი მუხლით. მხარეთა სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ისევე, როგორც ინფორმაცია მიღებული ამ მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს და ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების შეფასებით ან ამოღებით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება. პირები ან ორგანოები იყენებენ ამ ინფორმაციას მხოლოდ ამ მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამხელა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობისას ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.
2. 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო, რომელიმე მხარის სახელმწიფოსათვის:
a) გაატარონ ისეთი ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნეს ამა თუ იმ მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;
c) გასცენ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გაამხილოს რაიმე სავაჭრო, ეკონომიკური, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გამხელაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკა