1. უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც მითითებულია მე-6 მუხლში და რომელიც წარმოადგენს ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას, მდებარეობს მეორე მხარის სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.

2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც გააჩნია ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმოს მეორე მხარის სახელმწიფოში განლაგებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს წარმოადგენს, ან წარმოდგენილია უძრავი ქონების სახით და დაკავშირებული მუდმივ ბაზასთან, რომელიც ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე მხარის სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.

3. სატარნსპორტო საშუალებებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო გადაზიდვებში და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული მოძრავი ქონება იბეგრება მხოლოდ იმ მხარის სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი ხელმძღვანელი ორგანო.

4. აქციებითა და კომპანიის სხვა კორპორაციული უფლებებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელთა აქტივები ძირითად შედგება ერთი მხარის სახელმწიფოში არსებული უძრავი ქონებისაგან, შეიძლება დაიბეგროს ამ მხარის სახელმწიფოში.

5. ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა სახე დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოშ