1. თუ ერთი პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე მხარის სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, წარადგინოს თავისი საქმე განსახილველად იმ მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, ან თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება შეთანხმების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ მხარის სახელმწიფოში, რომლის ეროვნულ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში იმ ქმედებათა შესახებ პირველი შეტყობინების შემდეგ, რომლებიც იწვევენ გადასახადით დაბეგვრას შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ.
2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი შეთანხმებასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს მიუხედავად ნებსმიერი დროებითი შეზღუდვისა, რომელსაც ადგილი აქვს მხარის სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობაში.
3. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანხმებით გადალახონ ნებისმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომელიც წარმოიქმნება შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას. მათ შეუძლიათ ასევე აწარმოონ კონსულტაციები ერთმანეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, იმ შემთხვევებში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმების დებულებებში.
4. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები ერთმანეთთან ზემოთ აღნიშნული პუნქტების განმარტების მიზნით. თუ შეთანხმების მისაღწევად მიზანშეწონილი იქნება აზრთა ზეპირი გაცვლის ორგანიზება, ასეთი გაცვლა შეიძლება შედგეს მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისაგან და შემდგარი ორმხრივი კომისიის სხდომების ფარგლებშ