შეთანხმება ძალაში რჩება იმ დრომდე, ვიდრე ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო წერილობითი შეტყობინების გზით ნებისმიერი წლის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა, არ გამოხატავს თავის სურვილს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება ძალას კარგავს ნებისმიერი საფინანსო წლის გადასახადების მიმართ, დაწყებული იმ კალენდარული წლის 31 დეკემბრის შემდეგ, რომლის დროსაც მოხდა შეტყობინების გადაცემა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ.

დასტურად ამისა, ორივე მხარის სახელმწიფოთა უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. ვარშავაში, 1999 წლის 5 ნოემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, პოლონურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. შეთანხმების დებულებათა განმარტებისას განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილი