1. ერთი მხარის სახელმწიფოს ნაციონალური პირი არ დაექვემდებარება მეორე მხარის სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო დამამძიმებელ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვალდებულებებს, ვიდრე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ეროვნული პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება შეთანხმების 1-ლი მუხლის დებულებების მიუხედავად გამოიყენება აგრეთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ მხარის სახელმწიფო რეზიდენტებს, არც ერთი მხარის სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ ნებისმიერ დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან მხარეთა სახელმწიფოების ნაციონალური პირები იმავე პირობებში.
3. იმ მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე მხარის სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე მხარის სახელმწიფოში, ვიდრე ამ მეორე მხარის სახელმწიფოს საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე მხარის სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს განმარტებული, თითქოს ერთი მხარის სახელმწიფო ვალდებულია მიანიჭოს მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტს რაიმე პირადი უპირატესობები, შეღავათები და შემცირებები დაბეგვრისას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის გამო, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-11 მუხლის მეექვსე პუნქტი და მე-12 მუხლის მეოთხე მუხლი, პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახადი წარმოებული ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ასეთი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით, უნდა გამოითვალოს იმავე პირობების საფუძველზე, რაც შეიძლება გადაეხადათ პირველად ნახსენებ მხარის სახელმწიფო რეზიდენტებს. ანალოგიურად, ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმოს დავალიანება მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ასეთი საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, უნდა გამოითვალოს იმავე პირობების საფუძველზე, როგორც დავალიანება პირველად მითითებული მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ.
5. ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე მხარის სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეზიდენტს, ან პირდაპირ ან ირიბად, კონტროლირდება მეორე მხარის სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ მხარის სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული მხარის სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. შეთანხმების მეორე მუხლის დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები გამოიყენება ნებისმიერი სახის გადასახადების მიმარ