1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომელთაც ამ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეები ექვემდებარებიან ან შეიძლება იყვნენ დაქვემდებარებული იმავე გარემოებებში. ეს დებულებები 1-ლი მუხლის დებულებების მიუხედავად გამოიყენება აგრეთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც არიან ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები, არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ექვემდებარებიან დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომელთაც ამ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეები ექვემდებარებიან ან შეიძლება იყვნენ დაქვემდებარებული იმავე გარემოებებში.
3. იმ მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ავალდებულებდეს, ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს რაიმე პირადი შეღავათები, გამოქვითვები და დაკლებები დაბეგვრაში, მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახურ გარემოებათა საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
4. იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალთი, ტექნიკური მომსახურეობის ანაზღაურება ან სხვა გადახდები, გადახდილი ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით, დაექვემდებარება გამოქვითვას იმავე პირობებით, როგორითაც ისინი შეიძლება გადახდილ ყოფილიყო პირველად ბსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს დაწესებულების ნებისმიერი ვალი, რომელიც მან უნდა გადაუბადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, დაექვემდებარება გამოქვითვას იმავე პირობებით, როგორითაც ისინი შეიძლება შეკვეცილიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის.
5. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს დაწესებულებები, რომლის კაპიტალსაც მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობს ან აკონტროლებს, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან მეტი რეზიდენტი, არ ექვემდებარებიან დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომელთაც პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი დაწესებულებები ექვემდებარებიან ან შეიძლება იყვნენ დაქვემდებარებული
6. ამ მუხლის დებულებები, მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადის მიმარ