1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომელთაც ამ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეები ექვემდებარებიან ან შეიძლება იყვნენ დაქვემდებარებული იმავე გარემოებებში. ეს დებულებები 1–ლი მუხლის დებულებების მიუხედავად გამოიყენება აგრეთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. იმ მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიაპნობას ახორციელებენ. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ავალდებულებდეს, ეთრ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს რაიმე პირადი შეღავათები,გამოქვითვები და დაკლებები დაბეგვრაში, მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახურ გარემოებათა საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საუთარ რეზიდენტებს.

3. იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც გამოიყენება მე–9 მუხლის 1–ლი პუნქტის, მე–11 მუხლის მე–4 პუნქტის ან მე–12 მუხლის მე–4 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალთი, ტექნიკური მომსახურეობის ანაზღაურება ან სხვა გადახდები, გადახდილი ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით, დაექვემდებარება გამოქვითვას იმავე პირობებით, როგორითაც ისინი შეიძლება გადახდილ ყოფილიყო პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის.

4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეზიდენტს ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვლადებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

5. ამ მუხლის დებულებები, მე–2 მუხლის დებულებების მიუხედავად გამოიყენება ნებისმიერი სახის და აღწერილობის გადასახადის მიმართ.

6. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ მუხლის წინა პუნქტებში მოცემული დებულებები არ შეზღუდავენ შიდა დებულებების გამოყენებას გადასახადისა და დაბეგვრისათვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. აღნიშნული დებულება ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს ხარჯბის გამოქვითვისა და ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოებსა და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ საწარმოებს შორის განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ სხვა ნეგატიურ ფაქტორების შეზღუდვა