1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, წარადგინოს თავისი საქმე განსახილველად იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 25–ე მუხლის 1–ლიპუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომელიც იწვევს დაბეგვრას კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ.

2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის, და თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი კონვენციასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება გამოიყენება რაიმე დროებითი შეზღუდვების მიუხედავად, რომლებიც არსებობენ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კანონმდებლობაში.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ ნებისმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშვება კონვენციის განმარტების ან გამოყენებისას. მას შეუძლიათ აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან კონსულტაციები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მოცემულ კონვენციაში გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვისაც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შევიდნენ ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში წინა პუნქტების გათვალისწინებით შეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ აზრთა სიტყვიერი გაცვლა, შეთანხმების მიღწევის მიზნით, მიიჩნევა მიზანშეწონილად, მსგავსი გაცვლა შეიძლება ჩატარდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების წარმომრადგენლებისაგან შემდზგარი კომისიის მეშვეობით.

5. წინა პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე ერთ–ერთი მხარისათვის საქმის პირველად წარდგენის დღიდან ორი წლის განმავლობაში და გადასახადის გადამხდელი (გადამხდელები) დათანხმდება (დათანხმდებიან) იხელმძღვანელოს საარბიტრაჟო კომისიის გადაწყვეტილებით, კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დაარსონ ისეთი საარბიტრაჟო კომისია, რომელიც უფლებამოსილია გააკეთოს ექსპერტთა დასკვნა ორმაგი დაბეგვრის შესრულების მეთოზე. აღნიშნული კომისია შეიძლება აგრეთვე დაარსდეს თუ დაინტერესებული მხარეები, წინასწარ და უპირობოდ გააუქმებენ ადგილობრივ სასამართლოში მომავალ სასამართლო პროცესს.

საარბიტრაჟო კომისია შედგება სამი წევრისაგან, რომლებიც დაინიშნებიან შემდეგი გზით: თითოეული კომპეტენტური ორგანო დანიშნავს ერთ წევრს, ხოლო ორი წევრი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დანიშნავს თავმჯდომარეს, არჩეულს დამოუკიდებელ ექსპერტთა შორის, რომლებიც წარმოადგენენ თითოეულ ხჟელშემკვრელ მხარეს ან OECD–ს წევრ–ქვეყანას.

დასკვნის გამოტანისას, საარბიტრაჟო კომისია, ითვალისწინებს რა ხელშემკვრელი მხარეების შიდა კანონმდებლობას, იხელმძღვანელებს მოცემული კონვენციის დებულებებით და საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპებითა და ნორმებით. საარბიტრაჟო კომისია ჩამოაყალიბებს თავის საპროცედურო წესებს.

დაინტერესებულ პირს მოთხოვნისამებრ შეუძლია წარსდგეს საარბიტრაჟო კომისიის წინაშე. კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, ეს პირი წარსდგება კომისიის წინაშე ან ამ მიზნით დანიშნავს თავის წარმომადგენელს.

6. საარბიტრაჟო კომისია გამოიტანს დასკვნას საქმის წარდგენის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში. კომისია დადგენილებას გამოსცემს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმის საფუძველზე. თითოეული კომპეტენტური ხელისუფლების მიერ დანიშნული წევრების ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თავმჯდომარის ხმას. საარბიტრაჟო კომისიის მიერ ექსპერტთა დასკვნის გამოტანის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში, კომპეტენტური ხელისუფლება, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მიიღებს ზომებს რათა თავიდან აცილებულ იქნას დავა გადასახადთან დაკავშირებით. მიღებული ზომები შეიძლება არ დაემთხვევს საარბიტრაჟო კომისიის მიერ გამოტანილ დასკვნას. თუ კომპეტენტური ორგანოები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას გადასახადთან დაკავშირებით დავის თავიდან აცილების შესახებ საარბიტრაჟო კომისიის მიერ თავისი დასკვნის გამოტანის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში, ისინი იმოქმედებენ ამ დასკვნის შესაბამისად.

7. საარბიტრაჟო პროცედურების ხარჯები თანაბრად გაყოფილ იქნება ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორი