1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, მიუხედავად მისი წარმოქმნის ადგილისა, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ კონვენციის წინა მუხლებში დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. 1–ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლის მიმართ, მე–6 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლის გარდა, თუ ასეთი შემოსავლის მიმღები, რომელიც წარმოადგენს ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, ეწევა საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ მუდმივ დაწესებულებებში, ან ეწევა დამოუკიდებელ პირად საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში განლაგებულ ფიქსირებულ ბაზაში, და თუ საკუთრების უფლება, რომელზეც ხდება შემოსავალზე დარიცხვა, დაკავშირებულია ამ მუდმივ დაწესებულებასა და ფიქსირებულ ბაზასთან. ამ შემთხვევაში შემოსავლის გარკვეული ნაწილი ექვემდებარება გადასახადს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, სადაც იმ პირთა შორის არსებული ურთიერთობის გამო, რომლებიც წარმართავენ საქმიანობას საიდანაც მიიღება 1–ლი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავალი და ანაზღაურება ასეთი საქმიანობისათვის აღემატება იმ თანხას, რომელიც შეთანხმებულ იქნებოდა დამოუკიდებელ პირთა მიერ 1–ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ანაზღაურების ჭარბი ნაწილი დაექვემდებარება გადასახადს თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და მოცემული კონვენციის დებულებების შესაბამისა