1. შეთანხმების მიხედვით ორმაგი დაბეგვრა აცილებულ იქნება მოცემული მუხლის შემდეგი პუნქტების თანახმად.
2. იტალიის შემთხვევაში:
თუ იტალიის რეზიდენტი ფლობს შემოსავლის ნაწილს, რომელიც საქართველოში ექვემდებარება გადასახადს, იტალიას, მოცემული კონვენციის მე–2 მუხლით გათვალისწინებული შემოსავლის განსაზღვრისას, შეუძლია შეიტანოს შემოსავლის ზემოაღნიშნული ნაწილი იმ ბაზისში, რომელიც ექვემდებარება მსგავს გადასახადს, თუ მოცემული კონვენციით არ არის გათვალისწინებული სხვა სპეციფიკური დებულებები.
ამ შემთხვევაში, იტალია გამოქვითავს გადასახადიდან საშემოსავლო გადასახადის თანხას, რომელიც გადახდილ იქნა საქართველოში, მაგრამ იმ რაოდენობით, რომელიც არ აღემატება იტალიაში გადახილ ზემოაღნიშნულ გადასახადს.
3. საქართველოს შემთხვევაში:
თუ, საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომლებიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროა იტალიაში საქართველო დაუშვებს:
I) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც იტალიაში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
II) ამ რეზიდენტის კაპიტალის გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც იტალიაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ამგვარი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის ნაწილს, რომელიც გამოთვლილია გამოქვითვის წარდგენამდე, ვითარებიდან გამომდინარე მიეკუთვნება შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს იტალიაში.