1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს პორტუგალიაში, საქართველო დაუშვებს:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც პორტუგალიაში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც პორტუგალიაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ამგვარი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოანგარიშებული იყო გამოქვითვამდე და დაკავშირებულია შემოსავალთან ან კაპიტალთან, რომელიც შეიძლება დაიბეგროს პორტუგალიაში.
b) თუ ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. პორტუგალიის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
a) როდესაც პორტუგალიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, პორტუგალია დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია. ამგვარი გამოქვითვა, ამასთან, არ უნდა აჭარბებდეს საშემოსავლო გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოანგარიშებული იყო გამოქვითვამდე და რომელიც დაკავშირებულია შემოსავალთან, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში;
b) თუ ამ შემთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, პორტუგალიის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისაგან გათავისუფლებულია პორტუგალიაში, ამის მიუხედავად, პორტუგალიას შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
სპეციალური დებულებე