1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ კონვენციის წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა ამ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მოსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა რეალურად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 და მე-14 მუხლის დებულებები.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აზარტული თამაშებიდან და ლატარიებიდან მიღებული შემოსავლები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
4. თუ პირველ პუნქტში აღნიშნულ პირსა და სხვა პირს შორის ან ორივე მათგანსა და მესამე პირს შორის, განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, პირველ პუნქტში აღნიშნული შემოსავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღემატება იმ ოდენობას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა მათ შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის დებულებები გავრცელდება, მხოლოდ ბოლოს ნახსენებ ოდენობაზე. ამ შემთხვევაში ნამეტი შემოსავალი კვლავაც დაექვემდებარება დაბეგვრას, თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები