ამ კონვენციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წარსულში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

მუხლი19

საჯარო სამსახური

1.   ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფები ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, ქვედანაყოფისან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:

a)   არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან

b)    არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2.   მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებებისა, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფებისან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, ამასთან, ასეთი პენსია დაიბეგრება მხოლოდ მეორე  ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.

3.       ამ კონვენციის მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, სხვა მსგავს ანაზღაურებასა და პენსიებზ