1.        ხელშემკვრელი სახელმწიფოები საგადასახადო მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას. ამგვარი დახმარება არ შემოიფარგლება პირველი და მე-2 მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების გზით დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენება.

2.        ტერმინი “საგადასახადო მოთხოვნა” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახის გადასახადებთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებას, იმ პირობით, რომ ასეთი გადასახადები არ მოდის წინააღმდეგობაში შეთანხმების დებულებებთან ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე როგორც პროცენტი, ადმინისტრაციული ჯარიმები და ამ ვალდებულებების ამოღებისა და შესრულების დროს გაწეული ხარჯები.

3.        თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება შესრულებას და ეკისრება პირს, რომელიც ამავდროულად ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი ხელი შეუშალოს მის შესრულებას, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნითშესრულებულიიქნებასხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი საგადასახადო მოთხოვნა სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული იქნება მისი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება მისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა და ამოღებისდროს, თითქოს იგი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას.

4.        თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია საგადასახადო მოთხოვნის მიმართ განახორციელოს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მიიღება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მიზნით. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ამოღების ღონისძიებების გატარებას, ისე, თითქოს ის წარმოადგენს ამ მეორე სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ამგვარი ღონისძიებების გატარებისას გადასახადების ამოღება შეუძლებელია ან, თუ ის ეკისრება პირს, რომელიც უფლებამოსილია ხელი შეუშალოს მის შესრულებას.

5.        ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებისთვის მიღებულ საგადასახადო მოთხოვნაზე არ ვრცელდება ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები ან არ მიენიჭება რაიმე პრიორიტეტი ამ საგადასახადო მოთხოვნას ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით მისი ხასიათიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მე-3 და მე-4 პუნქტის მიზნებისათვის, მიღებულ საგადასახადო მოთხოვნას არ ენიჭება არავითარი პრიორიტეტი, რომელიც მას მიენიჭებოდა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

6.  სარჩელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის წარმოქმნასთან, კანონიერებასა და მის მოცულობასთან დაკავშირებულთ არ იქნება წარდგენილი მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ უწყებებში.

7.        როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით წარადგენს მოთხოვნას და მანამდე, სანამ მეორე მხარე ამოიღებს და გადაურიცხავს პირველად ხსენებულ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის თანხას:

ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ წარმოადგენს პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესრულებას და ეკისრება პირს, რომელსაც შესრულების მომენტისთვის არ შეუძლია ხელი შეუშალოს მის შესრულებას, ან

ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ წარმოადგენს პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომლის მიმართ ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია განახორციელოს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებები,პირველად ხსენებული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ფაქტის შესახებ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და პირველად ხსენებული სახელმწიფო, მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს ან დროებით აჩერებს მოთხოვნის შესრულებას.

8.    ამ მუხლის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია:

a)   გაატაროს ადმინისტრაციულო ღონისძიებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობასთან ან ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან;

b)    გაატაროს ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს);

c)     გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ ამოუწურავს მისი კანონმდებლობითგათვალისწინებული ამოღების ან შესრულების ყველა შესაძლო ღონისძიება;

d)   გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯები აშკარად არათანაზომიერია მეორე სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლის მიმარ