1. ეს კონვენცია ძალაში შედის წერილობით, დიპლომატიური არხების საშუალებით ამ კონვენციის ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღებიდანოცდაათი (30) დღის შემდეგ.
2. ამ კონვენციის დებულებებიიმოქმედებს:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; და
(ii) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) პორტუგალიის შემთხვევაში:
(i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, რომლებიცწარმოიშვა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; და
(ii) შემოსავალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა ნებისმიერ კალენდარულ წელს, რომელიც იწყება ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე