1. ეს კონვენცია ძალაში დარჩება განუსაზღვრელი ვადით, მისი ძალაში შესვლის დღიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ.
2. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს კონვენციის მოქმედებამისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის ივლისის თვის პირველ რიცხვამდე, დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით.
3. მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში ეს კონვენცია აღარ იმოქმედებს:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ იმ შემოსავლებსა და კაპიტალზე, რომელიც მიღებულ იქნა მოქმედების შეწყვეტაზე მოსული შეტყობინებიდან წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; და
(ii) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება მოქმედების შეწყვეტაზე მოსული შეტყობინებიდან წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდგომ;
b) პორტუგალიის შემთხვევაში:
(i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, რომელიც მიღებულ იქნა მოქმედების შეწყვეტაზე მოსული შეტყობინებიდან წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; და
(ii) შემოსავალსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ ფისკალურ წელს, რომელიც იწყება მოქმედების შეწყვეტაზე მოსული შეტყობინებიდან წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდგომ.
რის დასტურადაც ამ კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2012 წლის 21 დეკემბერს, ქ. ლისაბონში, ორ დედნად, ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავებების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
სახელით
(ხელმოწერილია)
პორტუგალიის რესპუბლიკის
სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
ხელშემკვრელი მხარეები, საქართველო და პორტუგალიის რესპუბლიკა, მათ შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის ხელმოწერის დროს, შეთანხმდენ რომ, შემდეგი ოქმი განიხილოს ამ კონვენციის განუყოფელ ნაწილად:
1. კონვენციით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა:
გასაგებია, რომ კონვენციის დებულებები არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს აღიკვეთება ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისაგან თავის არარიდების დებულებები;
გასაგებია, რომ ამ კონვენციით წარმოშობილი სარგებლის გამოყენების უფლება არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პირისათვის, რომელიც არ არის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი;
გასაგებია, რომ კონვენციის დებულებები არ გამოიყენება თუ ეს იქნება მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირის მიერ ქონების ან უფლების შექმნის ან გაცემისა, რომლისგანაც გადაიხდება შემოსავალი, ამგვარი შექმნითა და გაცემით სარგებლის ნახვისა.
2. ამ კონვენციის გათვალისწინებით:
გასაგებია, რომ საქართველოს შემთხვევაში “პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფები ან ადგილობრივი ხელისუფლება” აღნიშნავს “ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს” ან “ადგილობრივ თვითმმართველობას”.
3. ამ კონვენციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით:
გასაგებია, რომ მიუხედავად ამ კონვენციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, თუ პორტუგალიაში, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დაწესდება გადასახადი კაპიტალზე, პორტუგალიის უფლებამოსილი პირები შეატყობინებენ საქართველოს უფლებამოსილ პირებს მის ძალაში შესვლას, და ერთმანეთში განიხილავენ კონვენციის ფარგლებში ამგვარი გადასახადის ჩამატების საკითხს.
4. ამ კონვენციის მე-16 მუხლის გათვალისწინებით:
გასაგებია, რომ პორტუგალიის შემთხვევაში ამ კონვენციის მე-16 მუხლის დებულებები ასევე გავრცელდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზეც (Conselho Fiscal) ან კომპანიის სხვა მსგავს ორგანოზე როგორც არის Codigo das Sociedades Comerciais.
რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2012 წლის 21 დეკემბერს, ქ. ლისაბონში, ორ დედნად, ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავებების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
სახელით
(ხელმოწერილია)
გიორგი გორგილაძე
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
პორტუგალიის რესპუბლიკა
პორტუგალიის რესპუბლიკის
სახელით
(ხელმოწერილია)
პაულუ დე ფარია ლინსე ნუნსიუ
სახელმწიფო მინისტრი
საგადასახადო საქმეებ