1. მე–6 მუხლში ხსენებული უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას და განლაგებულია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც წარმოადგენს იმ მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან წარმოდგენილი იმ ფიქსირებულ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურეობის გაწევის მიზნით, შეიძულება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ საერთოაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდებით და ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტიური მართვის ადგილი.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

თავი IV ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდე