1. მე–14 და მე–15 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიც არის თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, დაერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს თავად, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი მიუხედავად ამ ხელშეკრულების მე–7, მე–14 და მე–15 მუხლების დებულებისა, დაიბეგრება იმ ხელეშმკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის და სპორტსმენის საქმიანობ