1. მე–16, მე–18, მე–19, მე–20 და 21–ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში,გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი დაქირავებული მუშაობა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამასთან, თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება მეორე სახელმწიფოში ასეთი ანაზღაურებანი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში.
2. პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული მუშაობიდან მიღებული გასამრჯელო, იბეგრება გადასახადით მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში 183 დღეზე ნაკლებ ხანს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
b) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და
c) გასამრჯელო არ წარმოიქმნება მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მიერ, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ მუშაობასთან, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტიური მართვის ადგილ