1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურეობის ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში სანამ მას მეორე ხელშემეკვრელ სახელმწიფოში არ ექნება ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის. თუ მას გააჩნია ასეთი ფიქსირებული ბაზა, შემოსავალი შეიძლება დაბეგრილ იქნას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ თანხის ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ბაზას.

2. ტერმინი„პროფესიონალური მომსახურეობა“ კერძოდ შეიცავს დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო და სასწავლო საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგებისა და ბუღალტრების დამოუკიედებლ საქმიანობა