1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახზელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, დაექვემდებარება გადასახადს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინი „პროცენტი“ მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან და სავალე ვალდებულებებიდან, იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად, აგრეთვე ყველა სახის სავალე მოთხოვნას, და სხვა შემოსავალს, რომელიც მიღებულია სესხით გაცემული თანხიდან იმ სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობით, რომელშიც წარმოქმნილია პროცენტი.

3. 1–ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი, რომელიც არის ერთი ხჟელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ახორციელებს ბიზწნესს იმ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც პროცენტი წარმოიშვება იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, პროცენტი ექვემდებარება გადასახადს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. თუ პროცენტების გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს იმას,რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობისას. ამ მუხლის უფლებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავ ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს ქონების შესაბამისად. ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები