1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლების ჩათვლით)მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინი „უძრავი ქონება“ განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის საგადასახადო კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიცავდეს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, საქონელს და მოწყობილობას, გამოყენებული სოფლისა და სატყეო მეურნეობაში, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგადი სამართლის დებულებებს. უძრავი ქონების უზუფრუქტი და უფლებები ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება, როგორც კომპენსაცია მინერალური წიაღისეულის, წყაროების და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის განიხილება, როგორც უძრავი ქონება. ხომალდები, გემები და საჰაერო ხომალდები არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.
3. 1–ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან, პირდაპირ ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.
4. 1–ლი და მე–3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგერთვე, შემოსავლებზე საწარმოს უძრავი ქონებიდან და შემოსავლებზე იმ უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევა