1. ეს კონვენცია გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება თითოეული ხელეშმკვრელი მხარის, ან მისი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა.

2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან მათი ცალკეული ელემენტებიდან, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების ნამატიდან მიღებულ შემსოავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია:

a) საქართველოს შემთხვევაში:

(I) საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;

(II) საწარმოთა ქონების გადასახადი;

(III) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(IV) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი;

მიუხედავად იმისა, აკრეფილია თუ არა გადასახადი თავიდანვე გამოქვითვის გზით(რომლებიც აქ და შემდგომ იწოდებიან, როგორც„საქართველოს გადასახადები“)

b) იტალიის რესპუბლიკის შემთხვვაში:

(I) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(II) საწარმოთა საშემოსავლო გადასახადი;

(III) რეგიონული გადასახადი სავაჭრო–სამრეწველო საქმიანობაზე

მიუხედავად იმისა, აკრეფილია თუ არა გადასახადი თავიდანვე გამოთქვითვის გზით(რომლებიც აქ და შემდგომ იწოდებიან, როგორც „იტალიის გადასახადები“)

4. კონვენცია გამოიყენება, აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადის მიმართ, რომლებიც ამ კონვენციაზე ხელის მოწერის თარიღის შემდეგ იქნება გადახდევინებული არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ყოველი წლის ბოლოს აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი პრინციპული ცვლიელებების შესახებ.

5. კონვენცია არ გამოიყენება ლატარიის მოგებაზე, პრემიებზე, ფასიანი ქაღალდების გარდა, თამაშის, შეჯიბრებისა და ნიძლავის შედეგად მიღებულ მოგებაზე დაწესებული გადასახადების მიმართ (მიუხედავად იმისა, აკრეფილია თუ არა გადასახადი თავიდანვე გამოქვითვის გზით).

თავი II განსაზღვრება