1. ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მოგება დაიბეგრება გადასახადით მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს ბიზნესს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. მე–3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როცა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს ბიზნესს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, რომ ყოფილიყო განკერძოებული საწარმო, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული, იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც გაწეულია ასეთი მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, დამოუკიდებლად იმისა, ეს ხარჯები გაწეულია იმ სახელმწიფოში, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. თუ ერთ–ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებულია იმ მოგების განსაზღვრა, რომელიც დაერიცხზება მუდმივ დაწესებულებას საწარმოს მთლიანი მოგების სხვადასხვა მხარისათვის პროპორციული განაწილების საფუძველზე, მე–2 პუნქტი არ შეზღუდავს ხელშემკვრელ მხარეს იმ მოგების განსაზღვრისას, რომელიც პროპორციული განაწილების საფუძველზე ექვემდებარება გადასახადს. მოგების პროპორციული განაწილების მიღებული მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს მოცემული მუხლის დებულებებს.
5. მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ მან შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი საწარმოსათვის.
6. წინამდებარე პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება მის შესაცვლელად.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ კონვენციის სხვა მუხლებში, მაშინ იმ მუხლების დებულებებს ამ მუხლის დებულებები არ შეეხებ