1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იქ განლაგებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ წარმომადგენლობას.
2. ამ მუხლის მე–3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ წარმომადგენლობას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, რომ ყოფილიყო განკერძოებული საწარმო იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული, იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ წარმომადგენლობასაც ის წარმოადგენს.
3. მუდმივი წარმომადგენლობის მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია ასეთი მუდმივი წარმომადგენლობების მიზნებისათვის მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისგან დამოუკიდებლად, რომ ეს ხარჯები გაწეულია იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც იმყოფება მუდმივი წარმომადგენლობა ან მის ფარგლებს გარეთ, ამ სახელმწიფოს შიდა საკანონმდებლო ნორმების ფარგლებში.
4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობის კუთვნილი მოგების განსაზღვრა ჩვეულებრივ ხორციელდება საწარმოს მოგების მთლიანი თანხის ამ საწარმოს სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის გადანაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მეორე პუნქტში არაფერი არ უშლის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი გადანაწილების მეშვეობით.
5. მუდმივ წარმომადგენლობას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მან შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი თავისი საწარმოსათვის.
6. თუ მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ კონვენციის სხვა მუხლებში, მაშინ ამ მუხლის დებულება არ შეეხება იმ მუხლების დებულებებ