1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო გადაუხდის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი საწარმო, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს.

ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება საწარმოს დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.

3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან მოგებაში მონაწილეობის სხვა უფლებებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალო ვალდებულებებს, მაგრამ იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას.

4. ამ მუხლის 1-ლი და მე–2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი საწარმო, იქ არსებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებათა გაწევას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და საქმიანობა, რომელთა მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება ამ კონვენციის მე–7 ან მე–14 მუხლების დებულებები.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საწარმო იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან, ამ მეორე სახელმწიფოს შეუძლია გაათავისუფლოს აღნიშნული საწარმოს მიერ გაცემული დივიდენდები გადასახადისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დივიდენდები გადაიხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტზე, ან თუ ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება მეორე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ წარმომადგენლობას ან მუდმივ ბაზას და არ შეუძლია დაბეგვრას დაუქვემდებაროს საწარმოს გაუნაწილებელი მოგება, მაშინაც კი, თუ დივიდენდები გაიცემა და გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოქმნილი მოგებისაგან ან შემოსავლებისაგა