1. ამ კონვენციის მე-16, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ ხორციელდება მეორე სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა ხორციელდება ასეთი სახით, მაშინ მიღებული ანაზღაურებანი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომიდან მიღებული გასამრჯელო, იბეგრება გადასახადით მხოლოდ პირველ სახელმწიფოში, თუ:

a) მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში 183 დღეზე ნაკლებ ხანს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში; და

b) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და

g) გასამრჯელოს გაცემაზე ხარჯებს ეწევა მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, რომლებიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც მიიღება ამ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნულ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ექსპლუატირებული სატრანსპორტო საშუალებების საწარმ