1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა მას გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი ბაზა, რომელსაც იგი იყენებს ასეთი საქმიანობისათვის. თუ მას გააჩნია ასეთი მუდმივი ბაზა, მაშინ აღნიშნულ ბაზასთან დაკავშირებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ სხვა სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც განეკუთვნება ამ მუდმივ ბაზას.
2. ტერმინი „პროფესიონალური მომსახურება“ შეიცავს, კერძოდ, დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო ან სასწავლო საქმიანობას, აგრეთვე, ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, შემოსავალი მიღებული ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ გაწეული პროფესიული მომსახურებისათვის ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობისათვის იბეგრება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, რომლებიც საერთო ჯამში აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში, მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა იგი მუდმივ ბაზას ასეთი მომსახურების გასაწევად ან საქმიანობისათვი