1. მოგება, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნული საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციიდან, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის g) ქვეპუნქტში აღნიშნულ საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შეიცავს შემოსავალს, რომელსაც მიიღებს პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ასეთ სატრანსპორტო საშუალებას მათი პირდაპირი გამოყენების, იჯარით გაცემის ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან და რომელიც აგრეთვე შეიცავს კონტეინერების, ტრაილერების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების გამოყენებას, შენახვას ან იჯარით გაცემას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე პულში, ერთობლივ საწარმოებში ან სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავლების მიმარ