1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავს საქართველოს ან აზერბაიჯანის რესპუბლიკას;
b) ტერმინი „საქართველო“ გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მთელ ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიული წყლების, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის და კონტინენტური შელფის ჩათვლით, რომლებზეც საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საგადასახადო კანონმდებლობა;
g) ტერმინი „აზერბაიჯანი“ ნიშნავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შიდა წყლების ჩათვლით, კასპიის ზღვის (ტბის) სექტორს, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს, აგრეთვე სხვა ნებისმიერ ტერიტორიას, რომელიც განსაზღვრულია ან მომავალში განისაზღვრება საერთაშორისო სამართლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანის რესპუბლიკა ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს წიაღისეულთან, ზღვის ფსკერთან, კონტინენტურ შელფთან და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით;
d) ტერმინი „პირი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან პირთა ნებისმიერ გაერთიანებას;
e) ტერმინი „ეროვნული პირი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა და ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
f) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“, შესაბამისად, ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, ექსპლუატირებული ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ერთსა და იმავე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის.
h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(I) საქართველოსთან მიმართებაში – ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს.
(II) აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მიმართებაში – ფინანსთა სამინისტროს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება სახელმწიფოს კანონმდებლობით, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობ