1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც იგი წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები წარმოადგენს ასეთი შემოსავლების ფაქტობრივ მფლობელს, ასეთ შემთხვევაში გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების საერთო თანხის 10 პროცენტს.
3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახდელებს, რომლებიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების გაცემისათვის (რადიო ან ტელემაუწყებლობისათვის გამოყენებული კინემატოგრაფიული ფილმების, ნებისმიერი ფილმების ან ჩანაწერების ჩათვლით), პატენტის, ნოუ–ჰაუს, სავაჭრო მარკის, ნახაზის ან მოდელის, სქემის, კომპიუტერული პროგრამის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ან სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო გამოცდილების შესახებ ინფორმაციით სარგებლობაზე ან სარგებლობისათვის უფლების გაცემაზე.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი, იქ არსებული მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლის მიმართაც გადაიხდება როიალტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად გამოიყენება ამ კონვენციის მე–7 ან მე–14 მუხლის დებულებები.
5. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვითონ ეს სახელმწიფო, მისი ორგანოები ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ, ამასთან, როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც გადაიხდება როიალტი, და ამ შემოსავლების გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა.
6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივი მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის თანხა, ნებისმიერი მიზეზების გამო, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივი მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები