1. ამ კონვენციის მე–14 და მე–15 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. თუ შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს მსახიობი ან სპორტსმენი, როგორც ასეთი, დაერიცხება არა თვით მას, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მიუხედავად ამ კონვენციის მე–7, მე–14 და მე–15 მუხლების დებულებისა, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდებოდა აღნიშნული მსახიობებისა და სპორტსმენების საქმიანობ