1. უძრავი ქონება, რომელზეც ლაპარაკია ამ კონვენციის მე-6 მუხლში და რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას და მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. მოძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენლობის ქონების ნაწილს და რომელიც ერთი ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან წარმოდგენილია იმ მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული სატრანსპორტო საშუალებები და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის ქონების ყველა სხვა სახეები იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოშ