1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული პირი არ დაექვემდებარება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვალდებულებებს, ვიდრე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ეროვნული პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება აგრეთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ ნებისმიერ დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოთა ეროვნული პირები იმავე პირობებში.

3. იმ მუდმივი წარმომადგენლობის დაბეგვრა, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში.

4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეზიდენტს ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

5. ამ მუხლის არც ერთი დებულება არ იქნება გაგებული ისე, როგორც სავალდებულო ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის მიანიჭოს პირს, რომელიც არ წარმოადგენს მის რეზიდენტს რაიმე პერსონალური განთავისუფლებები, შეღავათები და შემცირებები გადასახადებზე, რაც მიენიჭებათ მისი რეზიდენტობის მქონე პირებს.

6. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება გადასახადებზე, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცი