1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, ვიდრე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით.

2. მუდმივი დაწესებუელბის დაბეგვრა, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ავალდებულებს ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს რაიმე პირადი შეღავათები, გამოქვითვები და ფასდაკლებები დაბეგვრაში მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახურ გარემოებათა საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

3. იმ შემთხვევების გამოკვლებით, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 და მე-13 მუხლების მე-6 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალტი, საკომისიო ანაზღაურება და სხვა გადახდები, რომლებსაც აწარმოებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე სახელმწიფოს რეზიდენტზე, ასეთი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებარონ გამოქვითვებს იმავე პირობით, მათი გადახდა, რომ ხდებოდეს პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ამ საწარმოს დასაბეგრი ქონების განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვებს იმავე პირობებით, როგორც პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის დავალიანება.

4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეზიდენტს ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

5. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ გადასახადების მიმართ, რომლებსაც მოიცავს აღნიშნული კონვენცი